ირაკლი კობახიძე – ის ხარვეზები, რაც 20 ივნისის აქციის დაშლის პროცესში იყო, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა

Read Time:36 Second
ის ხარვეზები, რაც 20 ივნისის აქციის დაშლის პროცესში იყო, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
 
მისი თქმით, პასუხისმგებლობა 20 ივნისის მოვლენებზე სამ ნაწილად იყოფა.
 
„პირველი იყო ის, რაც სხდომათა დარბაზში ჩატარებას მოჰყვა – იყო ჯერ გავრილოვის და შემდეგ ოპოზიციის პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის ჩემი შეცდომა, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღე. მეორე – იყო პარლამენტზე შტურმისა და შეჭრის მცდელობა. ეს იყო მთავარი დანაშაული, რაც იმ ღამეს ჩაიდინეს. ეს არის ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა, ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამართლებრივზე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა ისაუბრონ. რაც შეეხება ხარვეზებს, რაც დაშლის პროცესში იყო, ეს იყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 50 დეპუტატს დამოუკიდებლად შეუძლია კომისიის შექმნა
Next post ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდპანდემიამ უკეთ დაგვანახა სისტემაში არსებული ხარვეზები და ის, თუ რა ცვლილებებია საჭირო