ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდპანდემიამ უკეთ დაგვანახა სისტემაში არსებული ხარვეზები და ის, თუ რა ცვლილებებია საჭირო

Read Time:42 Second

კოვიდპანდემიამ უკეთ დაგვანახა სისტემაში არსებული ხარვეზები და ის, თუ რა ცვლილებებია საჭირო. სახელმწიფოს მხრიდან, არა მხოლოდ გადაუდებელ საჭიროებებზეა რეაგირება მნიშვნელოვანი, არამედ – საჭიროა სისტემური მიდგომა“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სოციალური კოდექსის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური კოდექსის რეფორმა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს უპრეცედენტო რეფორმაა.

„ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სოციალურ საჭიროებებზე ზრუნვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, თუმცა, მოცვა, გარკვეულწილად, ეს ფრაგმენტულია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა, რათა სახელმწიფომ შეძლოს და უკეთ დაინახოს ჩვენი მოქალაქეების ყველა სოციალური საჭიროება. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს სერიოზული პასუხისმგებლობა და გამოწვევებს შესაბამისად უპასუხოს. კოვიდპანდემიამ უკეთ დაგვანახა სისტემაში არსებული ხარვეზები და ის, თუ რა ცვლილებებია საჭირო. სახელმწიფოს მხრიდან, არა მხოლოდ გადაუდებელ საჭიროებებზეა რეაგირება მნიშვნელოვანი, არამედ – საჭიროა სისტემური მიდგომა. სწორედ ამიტომ, ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს კანონმდებლობის გადახედვა, რომელიც დღეს არის ფრაგმენტული, როგორც ჯანდაცვის, ისე – შრომის, სოციალური უზრუნველყოფის, დასაქმების მიმართულებით“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ის ხარვეზები, რაც 20 ივნისის აქციის დაშლის პროცესში იყო, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმა
Next post ნათია თურნავა ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს