ირაკლი კობახიძე იმ ქრისტიანებს, ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს

Read Time:49 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმ ქრისტიანებს, ვინც დღეს აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.

“ყველას, ვინც დღეს უდიდეს დღესასწაულს-ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, ჩვენს თანამემამულეებს, კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. აღდგომა განახლების და სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის. ვუერთდები მათ დიდ სიხარულს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას და წინსვლას,”- წერს ირაკლი კობახიძე.

ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს

თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, ისევე როგორც ყველა მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში, ღამისთევის სააღდგომო ლიტურგია გუშინ ღამის 23:30 საათზე დაიწყო.

კათოლიკური ეკლესიის გარდა, აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაც. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარში – სუბ გევორქის ეკლესიაში, სააღდგომო მსახურება პირველ აპრილს 11:00 საათზე დაიწყება.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმიდა აღდგომის დღესასწაულს ახალი სტილით, ანუ გრიგოლის კალენდრით აღნიშნავს.

პირველ აპრილს აღდგომას ევანგელურ-ლუთერული ეკლესიაც აღნიშნავს. შერიგების ეკლესიაში (ტერენტი გრანელის 15) სადღესასწაულო ლიტურგია პირველ აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება და მას ეპისკოპოსი მარკუს შოხი ჩაატარებს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია 8 აპრილს იზეიმებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მერია 15 წლის გიგი ანთაძეს მზიურის ტერიტორიაზე ჯიხურს გადასცემს
Next post ომბუდსმენმა 2017 წლის ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ანგარიში პარლამენტს წარუდგინა