ირაკლი კობახიძე: თუ საჭირო იქნება, უკრაინიდან ლტოლვილებს მივიღებთ

Read Time:34 Second

ქვეყანა ომის მდგომარეობაშია, როდესაც კეთდება ასეთი ალოგიკური განცხადება და მიიღება ასეთი ალოგიკური გადაწყვეტილება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამის ახსნა უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას. თუმცა, ის რომ ჩვენ ახლა უკრაინის ხელისუფლებას დავუპირისპირდეთ, ეს არაადეკვატური ნაბიჯი იქნება ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინის დასახმარებლად, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გააკეთებს.

„ორ ნაწილად რომ გავყოთ, ეს არის პოლიტიკური მხარდაჭერა – სადაც პრინციპული პოზიციაა დასაფიქსირებელი, ყველა პლატფორმაზე, ბუნებრივია ჩვენ ამას გავაკეთებთ. მეორე არის ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერი საჭირო ჰუმანიტარული დახმარება იქნება გაწეული უკრაინელებისთვის, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გავაკეთებთ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება საქართველო უკრაინიდან მიიღებს ლტოლვილებსაც და დაჭრილ მოქალაქეებსაც შესაბამისი დახმარების გასაწევად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ემანუელ მაკრონი: რუსეთი არ არის აგრესიის მსხვერპლი, რუსეთი თავად აგრესორია
Next post “ყირიმი რუსეთის ნაწილია! ეს თემა არც განიხილება!” – სერგეი ლავროვი უკრაინისთვის წასაყენებელ პირობებს ასახელებს