ემანუელ მაკრონი: რუსეთი არ არის აგრესიის მსხვერპლი, რუსეთი თავად აგრესორია

Read Time:23 Second

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის მთავრობის მიერ უკრაინაში ომის გასამართლებლად გავრცელებული სიცრუე დაგმო.

„პრეზიდენტმა პუტინმა ომი აირჩია. მან თავის საერთაშორისო ვალდებულებებს უღალატა. ეს ომი არ არის კონფლიქტი დასავლეთსა და რუსეთს შორის, როგორც ზოგიერთს სურს, რომ გვჯეროდეს. უკრაინაში ნატოს ბაზა არ არის. ეს ტყუილია. რუსეთი არ არის აგრესიის მსხვერპლი. რუსეთი თავად აგრესორია. ეს ომი არ არის ნაციზმთან ბრძოლა. ეს ტყუილია“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმა უკრაინელი ხალხის გამბედაობას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი უკრაინას ძმურ მხარდაჭერას გაუწევს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც გაეროში რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
Next post ირაკლი კობახიძე: თუ საჭირო იქნება, უკრაინიდან ლტოლვილებს მივიღებთ