ირაკლი კობახიძე: თუ „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს გამოვა, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა, რაც ისედაც იცის უკვე საზოგადოებამ

Read Time:40 Second

თუ „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, გამოვა, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა, რაც ისედაც იცის უკვე საზოგადოებამ, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„დაახლოებით 2 კვირაში იქნება ამ საქმის განხილვა პარლამენტში. ვნახოთ, „ნაცმოძრაობა“ დაუჭერს თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. ჯერ, რა თქმა უნდა, ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას და შემდეგ თუ „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, გამოვა, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა, რაც ისედაც იცის უკვე საზოგადოებამ. ეს არის ელემენტარული პოლიტიკური დემაგოგია, რასაც ეს ადამიანი დიდი ხანია ეწევა და ეს მორიგი განცხადებაც, ბუნებრივია, არის ამის გაგრძელება. ზოგადად იმპიჩმენტის მხარდაჭერა, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში კონსტიტუციის დარღვევა, ეს კეთილსინდისიერების საკითხიც არის. თუ ვინმე ასეთ პირობებში არ დაუჭერს მხარს იმპიჩმენტს, კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება იმისა, რომ ოპოზიცია არ არის კეთილსინდისიერი და მათ აქვთ ალიანსი სალომე ზურაბიშვილთან“, – აღნიშნა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი ძალისხმევა არ იყოს წარმატებული
Next post თინა ბოკუჩავა: გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს იმპიჩმენტის საკითხზე, რაც სრულიად უსაფუძვლოა