თინა ბოკუჩავა: გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს იმპიჩმენტის საკითხზე, რაც სრულიად უსაფუძვლოა

Read Time:36 Second

გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ბინძურ სპეკულაციებს, რაც სრულიად უსაფუძვლოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ეხებოდა  პარტია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებას, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„დიპლომატიური ვიქნები ბინძური პროპაგანდის კომენტირებისას. ოპოზიციაში ურთიერთდაპირისპირება პროდუქტიული არ არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ვინც ოპოზიციაში საკუთარ თავს პროევროპულად მიიჩნევს, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე არ ისმოდეს კაკაფონია და ურთიერთთავდასხმა, არამედ ერთიანი ფრონტის შთაბეჭდილება უნდა რჩებოდეთ ევროპელ პარტნიორებს და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, დიპლომატიური ვიქნები და გახარიას გუნდს მოვუწოდებ, თავი დაანებონ ამგვარ ბინძურ სპეკულაციებს, რას სრულიად უსაფუძვლოა. იმისათვის, რომ ასეთი სპეკულაციები არ იყოს, ჩვენ საერთოდ ვტოვებთ დარბაზს. სხვა ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, იგივე გააკეთონ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: თუ „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს გამოვა, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა, რაც ისედაც იცის უკვე საზოგადოებამ
Next post “ძა­ლი­ან “გამ­ლა­ხა” ამ და­ა­ვა­დე­ბამ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვვარ­ჯი­შობ, იმ დღე­საც ვარ­ჯი­ში­დან მი­ვე­დი… და ექი­მი მე­უბნება, მე­ო­თხე სტა­დი­ის სიმ­სივ­ნე გაქვსო”