ირაკლი კობახიძე: თუ ევროკავშირს სურს საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, ვითარების დამშვიდება, აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ

Read Time:41 Second

თუ ევროკავშირს სურს საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, ვითარების დამშვიდება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ევროინტეგრაციის პროცესის განზრახ დაზიანებაში რადიკალებს ადანაშაულებს.

„მათ ინტერესებშია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მათ პირდაპირ აქვთ გათვლა იმაზე, რომ დეკემბერში ევროკავშირი ისევ მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას და ეს უნდა გამოიყენონ, მათი გათვლებით, ვითარების არევისთვის, ხელისუფლების შეცვლისთვის. აქედან გამომდინარე, ისინი მთლიანად ორიენტირებულები არიან არა იმაზე, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არამედ პირიქით, იმაზე რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რაზეც ჰგონიათ რომ დაიწერენ პოლიტიკურ ქულებს და მიაღწევენ სასურველ შედეგს, რაც მათთვის არის ხელისუფლების შეცვლა. რა თქმა უნდა, ამ გეგმებს არ უწერია აღსრულება. ნებისმიერი მათი გათვლა წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განახადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ სტატუსი ეკუთვნის საზოგადოებას და არა ხელისუფლებას და ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა არის ბინძური სპეკულაცია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა მმართველი გუნდის მისამართით მხოლოდ და მხოლოდ ბრალდება-ნარევი საყვედურები და გარეთ მოხმარებისთვის მან გასცა გარანტია ქვეყნის ცალ ფეხზე დგომის
Next post რას ფიქრობენ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი ოჯახები ნორვეგიელი პოლიტიკოსების მიერ სააკაშვილისთვის გადაცემულ ჯილდოზე