დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა მმართველი გუნდის მისამართით მხოლოდ და მხოლოდ ბრალდება-ნარევი საყვედურები და გარეთ მოხმარებისთვის მან გასცა გარანტია ქვეყნის ცალ ფეხზე დგომის

Read Time:33 Second

პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა შიდა მოხმარებისთვის და მმართველი გუნდის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ ბრალდება-ნარევი საყვედურები და გარეთ მოხმარებისთვის მან გასცა გარანტია ქვეყნის ცალ ფეხზე დგომის, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას.

მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში აბსოლუტურად ტენდენციური და ბრალდებებით სავსე იყო, რითაც მან მხოლოდ დესტრუქციული ოპოზიციის მხარდაჭერა გამოხატა.

„მისი მხრიდან გაჟღერდა შიდა მოხმარებისთვის და მმართველი გუნდის მისამართით, მხოლოდ და მხოლოდ ბრალდება-ნარევი საყვედურები და გარეთ მოხმარებისთვის მან გასცა გარანტია ქვეყნის ცალ ფეხზე დგომის. ამიტომ, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ მისი პრეზიდენტად წარდგენა და მხარდაჭერა მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ მხრიდან შეცდომა იყო და სამწუხაროა, რომ ასეთი შეცდომა ჩვენ მეორედ დავუშვით“, – განაცხადა ხუნდაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით კეზერაშვილი: აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში
Next post ირაკლი კობახიძე: თუ ევროკავშირს სურს საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, ვითარების დამშვიდება, აუცილებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ