ირაკლი კობახიძე: ეს არჩევნები არის არა „ქართული ოცნებისა“ და გახარიას არჩევნები, არამედ ან „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში მუნიციპალურ დონეზე ან „ნაციონალური მოძრაობა“

Read Time:48 Second

აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ მთავარ დაპირისპირებაზე, რაც დღეს სახეზეა. ეს არის „ქართული ოცნება“ და რევანშ მოწყურებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ მიზნებისთვის იყენებს გახარიასაც, „ლელოსაც“, პეტრესაც და პავლესაც, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მისი კომენტარებიდან გამომდინარე გიორგი გახარიამ აქტუალობა დაკარგა.

„ეს არჩევნები არის არა „ქართული ოცნებისა“ და გახარიას არჩევნები, არამედ ისევ და ისევ, აქ სასწორზე დგას ორი რამ: ერთი – ან „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში მუნიციპალურ დონეზე ან „ნაციონალური მოძრაობა“ როგორღაც ახერხებს იმას, რომ კიდევ ერთხელ არიოს ქვეყანა თავის სატელიტებთან ერთად. ანუ, პირველ რიგში, ეს არის პაექრობა „ქართულ ოცნებასა“ და მეორე ადგილზე მყოფ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ვიღაცები ცდილობენ აქცენტი გადაიტანონ არა „ნაცმოძრაობაზე“, რომელიც არის მეორე ძალა, არამედ ვიღაც გახარიაზე, რომელიც არის მესამე, მეოთხე თუ კაცმა არ იცის კიდევ რა! შესაბამისად, არასწორია ასეთი აქცენტების გაკეთება. აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ მთავარ დაპირისპირებაზე, რაც დღეს სახეზეა. ეს არის „ქართული ოცნება“ და რევანშ მოწყურებული „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამ მიზნებისთვის იყენებს გახარიასაც, „ლელოსაც“, პეტრესაც და პავლესა“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ტყემალაძე და კახა კუჭავა ახალგაზრდებს შეხვდნენ
Next post იოსებ ხახალეიშვილი – ერთად ვაქცევთ ქუთაისს ტრადიციების და ინოვაციების ქალაქად