იოსებ ხახალეიშვილი – ერთად ვაქცევთ ქუთაისს ტრადიციების და ინოვაციების ქალაქად

Read Time:49 Second

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი  საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან  და პარტიის სხვა წევრებთან ერთად,   საზოგადოების  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

მერად არჩევიდან დღემდე – 9 თვის მანძილზე განხორციელებული პროექტების გარდა, იოსებ ხახალეიშვილმა ისაუბრა   ქუთაისის განვითარების მთავარ მიმართულებებზე, კულტურის და განათლების ცენტრად ფორმირებაზე, ჯანდაცვის და სოციალურ სფეროზე, ინფრასტრუქტურულ გეგმებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე დასრულდა ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის ხედვის ეტაპი. ჩამოყალიბდა 4 მნიშვნელოვანი მიმართულება.  ქუთაისი უნდა იყოს სინერგიული განათლების ცენტრი, ეკოქალაქი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე ევროპაში. ამის საფუძველს ქუთაისს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აძლევს. ეს უნივერსიტეტი ხელშემწყობი ფაქტორია არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის.  ქუთაისი უკვე გახდა ტურისტულად მნიშვნელოვანი ლოკაცია, რაც აეროპორტისა და ახალი ტერმინალის დამსახურებაცაა. ჩვენი ქალაქი უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ვიზიტორებისთვის და სერიოზულად პოზიციონირებს ტურისტულ რუკაზე. ტურიზმის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ“-აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

მერობის კანდიდატისთვის გამარჯვების შემთხვევაში მთავარი მიზანი და გამოწვევა  ქუთაისის თანაბარი განვითარებაა, ქალაქის, რომელსაც დიდი ტრადიციების ისტორია აქვს და მომავალში – ინოვაციებისთვის სასურველ  ადგილად უნდა იქცეს.

შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის ფორმატში წარიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ეს არჩევნები არის არა „ქართული ოცნებისა“ და გახარიას არჩევნები, არამედ ან „ქართული ოცნება“ რჩება ხელისუფლებაში მუნიციპალურ დონეზე ან „ნაციონალური მოძრაობა“
Next post კახა კალაძე: მომდევნო წლიდან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები საკუთარი ეზოს გამწვანებას შეძლებენ