ირაკლი კობახიძე: დღეს-ხვალ შედგება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებებს. ვნახოთ, გაიზიარებს თუ – არა ევროპული საბჭო ევროპარლამენტის ამ აბსურდულ ჩანაწერებს

Read Time:45 Second

დღეს-ხვალ შედგება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებებს. ვნახოთ, გაიზიარებს თუ არ გაიზიარებს ევროპული საბჭო ევროპარლამენტის ამ აბსურდულ ჩანაწერებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს იღებს ევროპული საბჭო და ამ კუთხითაც ნაკლები ფასი აქვს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტს.

„ორსიტყვიანი კომენტარი – ჩალის ფასი. ამას აქვს ჩალის ფასი. 15-16 დეკემბერს, დღეს-ხვალ შედგება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც უკვე ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებას. ევროპარლამენტი არის პარლამენტი და ამ კუთხითაც ნაკლები ფასი აქვს მის ჩანაწერებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. დღეს-ხვალ შედგება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც ევროკავშირი იღებს გადაწყვეტილებებს. ვნახოთ, გაიზიარებს თუ არ გაიზიარებს ევროპული საბჭო ევროპარლამენტის ამ აბსურდულ ჩანაწერებს. წინაზე არ გაიზიარა, დიდი ალბათობით ახლაც არ გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, ყველა კუთხით ფასი არა აქვს იმ ჩანაწერებს, რომლებიც კეთდება ასეთ რეზოლუციებში. ერთადერთი, რაც ხდება ამ ყველაფრით, არის ის, რომ ეს ადამიანები, ომის პარტიის წარმომადგენლები ახდენენ ევროპარლამენტის, ევროკავშირის ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი – ჩვენ გვინდა ძლიერ ევროკავშირში წევრობა და არა ისეთ ევროკავშირში, რომელიც მართლა არ ვიცი, ვის დავალებებს ასრულებს
Next post სალომე ზურაბიშვილმა პოეტი ტარიელ ხარხელაური ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა