ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

Read Time:51 Second

ჟენევაში, ვიზიტის ფარგლებში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, კლაუდია როთს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასევე ხაზი გაუსვა მიღწევას, რომელიც ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის შედეგად ჰქონდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმარს გერმანიის მიერ საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ქვეყნის შიდა განვითარების ასევე, ქვეყნის საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით.

საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის პრიორიტეტულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავება. ირაკლი კობახიძემ კლაუდია როთს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და სოციალურ პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამის ბოლო შემთხვევა ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალებაა
Next post ერევანში 240-კილოგრამიანი ტრადიციული სომხური ნამცხვარი მოამზადეს