ირაკლი კობახიძე: არცერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთნენ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის მარტივი გათვლა, საბოტაჟი 12 პუნქტისა და კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ

Read Time:36 Second

ევროპული რეკომენდაციების 11-ე პუნქტზე პრინციპში კონსენსუსი შედგა, უბრალოდ „ვაშაძის პარტიამ“ მეორე და მესამე მოსმენის დროს მხარი არ დაუჭირა ცვლილებებს. მარტივი ტრიუკია. რაღაც მომენტში რომ დასჭირდეთ იმის თქმა, რომ ესეც არ მოსწონდათ, უბრალოდ არ მოვიდნენ კენჭისყრაზე და თითი არ მიაჭირეს ღილაკს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“-ში საუბრისას განაცხადა.

„რეალურად საბოტაჟის რეჟიმში არიან. არცერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთნენ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ეს არის მარტივი გათვლა. საბოტაჟი 12 პუნქტის მიმართ, საბოტაჟი კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ, ევროინტეგრაციის მიმართ. პირდაპირ იკითხება მათი ანტისახელმწიფოებრივი ინტერესები. მათი გათვლა და სტრატეგია ეს არის, უნდა თქვან, რომ აი არ შესრულდა, კმაყოფილები არ არიან და ა.შ. სწორედ ამიტომ არ ჩაერთნენ სამუშაო პროცესშიც. საბოტაჟი არის მათი პირდაპირი ინტერესი“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: საქართველოში ომსა და მეორე ფრონტს არაფრის ფასად არ დავუშვებთ
Next post იაგო ხვიჩია – სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფალი იყოს, საქართველოში მისი თანაგუნდელები ეფექტიანად ვერ მუშაობენ, ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში