იაგო ხვიჩია – სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფალი იყოს, საქართველოში მისი თანაგუნდელები ეფექტიანად ვერ მუშაობენ, ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში

Read Time:41 Second

სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფალი იყოს, საქართველოში მისი თანაგუნდელები ეფექტიანად ვერ მუშაობენ, ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში, ისინი უსაქმოდ არ სხედან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩას თქმით, პროცესიდან გამოსვლისთვის საჭიროა, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში გადაიყვანონ.

„ომში ჩათრევის ვერსია სისულელეა. რეალური ვერსია მგონია ის არის, რაზეც ვაფრთხილებდით „ქართულ ოცნებას“, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გვექნება პრობლემები. სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ თავისუფალი იყოს. საქართველოში მისი თანაგუნდელები მაინც და მაინც ეფექტიანად ვერ მუშაობენ, მაგრამ ბევრად უფრო კვალიფიციური თანაგუნდელები ჰყავს უკრაინაში, ისინი უსაქმოდ არ სხედან. ამ პროცესიდან გამოსვლა თუ გვინდა, რასაც ვამბობდით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი უცხოეთში, ეს იყო გასაკეთებელი. შეიძლებოდა, რომ უცებ გაჩენილიყო სანქცირებულთა სიაში ისეთი გვარები, ვისზე საჯარო სივრცეში საუბარიც არ ყოფილა? ცხადია, რომ ამაში მიხეილ სააკაშვილის მეგობრების კვალი გამოიკვეთება, განსხვავებით თბილისისგან, ეს ხალხი იქ უსაქმოდ არ იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: არცერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთნენ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის მარტივი გათვლა, საბოტაჟი 12 პუნქტისა და კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ
Next post ირაკლი ჩიქოვანი: არესტოვიჩი საკუთარი უტიფრობით ყოველ ჯერზე უფრო გვაკვირვებს. ბოლო განცხადებით მან გადააბიჯა ყოველგვარ ზღვარს