ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, არიან უკრაინაში ხელისუფლებაში – ეს არის ძალიან უცნაური მოცემულობა

Read Time:1 Minute, 4 Second

ჩვენთვის განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან იმ ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და, რომელიც დღეს არის ძალიან რთულ ვითარებაში. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

“გვაქვს, სამწუხაროდ, რთული მოცემულობა, იმის გათვალისწინებით, რომ ელჩი არის გაწვეული. ეს არის მთავარი ასპექტი ამ კუთხით, ანუ კონკრეტული დემარში განხორციელდა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ იყო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სიღრმისეული განსჯის საფუძველზე იქნა მიღებული. გვაქვს სამწუხარო და ძალიან უცნაური მოცემულობა: ადამიანები, რომლებიც საქართველოში ოპოზიციაში არიან, არიან უკრაინაში ხელისუფლებაში. ეს არის ძალიან უცნაური მოცემულობა, ალბათ, უნიკალური მსოფლიოს ისტორიაში.

ჩვენთვის განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში არიან იმ ქვეყანაში, რომელიც არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და, რომელიც დღეს არის ძალიან რთულ ვითარებაში. ჩვენთვის ეს არის ძალიან სამწუხარო და კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ ეს მოცემულობა ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, რაც განსაკუთრებით გამოიხატა ელჩის გაწვევაში.

ამ რთული მოცემულობის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი, მთავარი კრიმინალი წინა ხელისუფლების და მოქმედი ოპოზიციის, დღესაც არის უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, რომ იმ რეჟიმის ერთერთი მთავარი კრიმინალი ადეიშვილი ახლაც არის გენპროკურორის მრჩეველი, გია ლორთქიფანიძეც და ა.შ, არახამიაც არის მათი გუნდის ერთერთი წევრი და უშუალოდ დაახლოებული პირი პრეზიდენტთან, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის აგრესიის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება ურყევი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – უკრაინის შემდეგ, საქართველო ყველაზე დიდი საფრთხის მქონე ქვეყანაა რუსეთის მხრიდან, იმის მიუხედავად, კარასინი გაგახარებთ თუ არა თავისი განცხადებით, ჩვენ ვართ ნომერი პირველი სამიზნე
Next post მიხეილ სააკაშვილი: გამარჯვება სულ ახლოსაა – ყოველთვის მჯეროდა, რომ არ მოვკვდებოდი ისე, რომ თავისუფალი სოხუმი არ მენახა