ირაკლი კვირიკაძეს ბერლინალეზე ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს

Read Time:33 Second

რეზო გიგინეიშვილის ფილმ “მძევლებში” გეგა კობახიძის როლის შემსრულებელ ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. ამის შესახებ On.ge წერს.

ქართველი მსახიობი European Film Promotion-ის მიერ შედგენილი ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სიაში რამდენიმე თვის წინ მოხვდა.

პროგრამის ჟიური ირაკლი კვირიკაძეს ახასიათებდა როგორც ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობს.

კვირიკაძესთან ერთად ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცათ: ეილი ჰარბოს ნორვეგიიდან, ალბა აუგუსტს შევდეთიდან, ფრანც როგორვსკის გერმანიიდან, რეკა ტენკის უნგრეთიდან, მატილდა დე ანჯელის იტალიიდან, მატეო სიმონს ბელგიიდან, იონას სმულდერსს ნიდერლანდიდან და ლუნა ვედლერს შვეიცარიიდან

„მძევლები“ დიდ ეკრანებზე 2017 წელა გამოვიდა.

ფილმის სცენარი ეფუძნება 1983 წელს რეალურად მომხდარ ამბავს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ თვითმფრინავის გატაცებასა და მის შედეგებს აღწერს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკანონმდებლო ცვლილებები ერთ თვეში მომზადდება
Next post გიორგი ბაიდარაშვილი: გუდიაშვილის მოედანზე სამუშაოების დაწყება 2 კვირაში იქნება შესაძლებელი