გიორგი ბაიდარაშვილი: გუდიაშვილის მოედანზე სამუშაოების დაწყება 2 კვირაში იქნება შესაძლებელი

Read Time:36 Second

“სამუშაოების დაწყება შესაძლებელია 10 დღის, 2 კვირის განმავლობაში”, – ამის შესახებ “თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა საკრებულოში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა.

“სამუშოები გაგრძელდება დაახლოებით 2 წელი და მოიცავს გუდიაშვილზე მდებარე დაახლოებით 30 მისამართს, მათ შორის 20-ზე მეტ ისტორიულ კულტურულ ძეგლს. უშუალოდ გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე არეალში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი ავარიული ბინებიდან გაყვანილია დიდი ხნის წინ, ნაწილი, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრებოდა დაბრუნებულები არიან. საჭიროების მიხედვით ყველა მისამართიდან მოსახლეობა იქნება გაყვანილი თავშესაფრებში ფონდის მიერ”, – განაცხადა “თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა.

თბილისის განვითარების ფონდმა გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი 17 თებერვალს დაიწყო.

4 ეტაპი გუდიაშვილის მოედანზე უკვე დასრულებულია. ძეგლების კონსერვაციის, კომუნიკაციების შეცვლის და დაპროექტების შემდეგ იწყება აღდგენითი სამუშაოები.

16 თებერვალს ოპოზიციამ გუდიშვილის მოედნის რეაბილიტაციის ტენდერზე შენიშვნები გამოთქვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კვირიკაძეს ბერლინალეზე ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს
Next post ერთი წლის განმავლობაში კვების პროდუქტები 6.7%-ით გაძვირდა