ირაკლი ზარქუა ხვალინდელ აქციაზე: შეიკრიბებიან, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან – ესეც მათი უფლებაა

Read Time:38 Second

შეიკრიბებიან, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან. ესეც მათი უფლებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალინდელი აქციიდან რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ აქვს.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც თუ კანონს არ არღვევ, ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება, პროტესტი გამოხატოს, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას. რამდენადაც ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა, ოპოზიციის ნაწილი მათ გაემიჯნა. მიხვდნენ, რომ არ შეიძლება, აითქვიფო, რადგან ყველას თავისი მხარდამჭერი ჰყავს. როცა შალვას ფანჩატურში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად დაჯდები, იმ შედეგს მიიღებ, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღეს.

შეიკრიბებიან, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან. ესეც მათი უფლებაა. ვინც ამ ზომას გადავა და დადგენილ ნორმებს დაარღვევს, მათ მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იქნება და მათ შესაბამისი სამსახურები მიხედავენ. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია თურნავა: პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტის ზრდამ 24% შეადგინა, საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს
Next post რომან გოცირიძე – რომელი პარტია იქნება აქციაზე, ეს მათი შიდაპოლიტიკური გეგმის ნაწილია, მთავარია, ყველა უერთდება პოზიციას, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს