რომან გოცირიძე – რომელი პარტია იქნება აქციაზე, ეს მათი შიდაპოლიტიკური გეგმის ნაწილია, მთავარია, ყველა უერთდება პოზიციას, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და უნდა გათავისუფლდეს

Read Time:46 Second

ხვალინდელი აქცია მასშტაბური იქნება. ოპოზიციური პარტიებიდან ზოგი მიიღებს მონაწილეობას, ზოგი არა, მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი, მთავარია, ყველა ერთიანია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

„ყველა პარტია ხელისუფლებას სააკაშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოუწოდებს, მათ შორის არიან ასევე სასულიერო პირები, პეტიციას უერთდებიან გამოჩენილი ადამიანებიც. ეს პროცესი გაგრძელდება, საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა იქნება დიდი. მთავრობამ უნდა შეიგნოს, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. ხვალინდელი აქცია იმ მიზანს ემსახურება, რომ ზიანი არ მიადგეს სააკაშვილს და მის სიცოცხლეს. ეს აქცია ასევე იქნება შემადგენელი მეორე ტურების მომზადების, სადაც ფაქტობრივად, წყდება საქართველოს პოლიტიკური მომავალი.

გამარჯვების შანსი არის დიდი და მეორე ტურში გამარჯვება ნიშნავს უკვე ხელისუფლების ცვლილებას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. ამა თუ იმ პარტიის გადაწყვეტილება არ უნდა იყოს განხილული განხეთქილების შეტანის კონტექსტში. ყველა უერთდება პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გათავისუფლდეს. აქციაზე რომელი პარტია იქნება, ეს მათი შიდაპოლიტიკური გეგმის ნაწილია“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა ხვალინდელ აქციაზე: შეიკრიბებიან, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან – ესეც მათი უფლებაა
Next post სოზარ სუბარი – 1988 წელს საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის წინააღმდეგ ვშიმშილობდი და არ მახსოვს, ვინმეს თაფლი მიეღო, სააკაშვილი შიმშილობის როგორ ფორმას აირჩევს, მისი გადასაწყვეტია