იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად ვაქცევთ ქუთაისს შესაძლებლობების ქალაქად, რომლის წარმატებითაც ასევე ერთად ვიამაყებთ

Read Time:42 Second

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ავტოქარხნის ადმინისტრაციულ  ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ.

იოსებ ხახალეიშვილმა  მერიის მიერ ავტოქარხნის  მუნიციპალიტეტში ჩატარებულ და მიმდინარე სამუშაოებზე  ისაუბრა, მათ შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სკვერების და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, კულტურულ-სახელოვნებო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების რებილიტაცია და ა. შ.

შეხვედრაზე კანდიდატები ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ გამოწვევებს გაეცნენ და ადგილობრივების  მოსაზრებები მოისმინეს.

“იმისათვის, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და პრობლემების  ზუსტი იდენტიფიცირება მოვახდინოთ, თითოეულ მოქალაქეს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. მათ აქვთ გარკვეული ხედვები ამა თუ იმ პრობლემის  მოგვარებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ თითოეული თანაქალაქელის რაციონალური რჩევა და გონივრული მოსაზრება უნდა გაითვალისწინოს ქალაქის მერმა. მახარებს, რომ ჩემს ქალაქში ძალიან ბევრი ჭკვიანი და დიდი გამოცდილების მქონე ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ ერთად  ვაქცევთ ქუთაისს შესაძლებლობების ქალაქად, რომლის წარმატებითაც ასევე ერთად ვიამაყებთ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი, ზაზა ლომინაძე და იმერეთში სახემწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძე    დოკუმენტური ფილმის -“შინდისი” ჩვენებას დაესწრნენ
Next post რა შემთხვევაში ჩაითვლება უსიმპტომო კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელებულად – ჯანდაცვის სამინისტრო გაიდლაინს ცვლის