რა შემთხვევაში ჩაითვლება უსიმპტომო კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელებულად – ჯანდაცვის სამინისტრო გაიდლაინს ცვლის

Read Time:42 Second

ჯანდაცვის სამინისტრო უსიმპტომო პაციენტებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების გაიდლაინს შეცვლის. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხდა. მისი თქმით, ჯანმომ უკვე განაცხადა, რომ ვირუსის დადასტურებიდან 8 დღეში პაციენტი გადამდებად უკვე არ ითვლება, ამიტომ მოქმედი სქემა იცვლება.

„პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა 12 დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე. 13 დღეში იგულისხმება 10 დღე სიმპტომების პერიოდი და 3 დღე უსიმპტომო პერიოდი. ამასთან ერთად, შესაძლოა საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მზად არის კლინიკურად პაციენტი ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, თუმცა ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით ესეთი პაციენტებიც მე-14, მე-15 დღიდან, თუ 3 დღე არიან სიმპტომებისგან თავისუფალი, ითვლება რომ აღარ წარმოადგენენ რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით“, – განაცხადა გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ ერთად ვაქცევთ ქუთაისს შესაძლებლობების ქალაქად, რომლის წარმატებითაც ასევე ერთად ვიამაყებთ
Next post ამირან გამყრელიძე: სლოგანი, „დარჩი სახლში“ უნდა დავაბრუნოთ