იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია და 91 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 25 მლნ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება

Read Time:59 Second

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის მაგდა კოსტავას კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრის ძირითადი საკითხები საქალაქო ტრანსპორტის ტარიფის შენარჩუნება, განახევრებული ტარიფები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სტუდენტებისთვის, მრავალშვილიანი დედებისა და პედაგოგებისთვის, ინფრასტრუქტურის ხარისხიანი მოწესრიგება იყო.

იოსებ ხახალეიშვილმა ქალაქის მერად მისი არჩევიდან დღემდე ქუთაისში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, წელს ქუთაისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია და 91 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 25 მლნ ლარი ინფრაქტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება. მან ასევე ისაუბრა არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე, რომლის განხორციელებასაც მერად არჩევის შემთხვევაში გეგმავს.

ამასთან, იოსებ ხახალეიშვილმა გზების რეაბილიტაციის გახანგრძლივების მიზეზები განმარტა, რაც მისივე თქმით, ქუთაისის მოსახლეობას გარკვეული დროით ქალაქის ორ მონაკვეთზე გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა.

“ჩვენ გვქონდა ორი არჩევანი, პირველი –  პირდაპირ გადაგვეგო ახალი საფარი, რაც დროის მოკლე მონაკვეთში დასრულდებოდა და მეორე – ძირეულად შეგვეცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ავირჩიეთ მეორე, უფრო ხანგრძლივად სამუშაო გზა, რადგან პირველ შემთხვევაში, 2 წელიწადში ისევ მოგვიწევდა ახალი საფარის გაკეთება და კიდევ 5-6 მლნ ლარის გადახდა, რაც არ მიმაჩნია, რომ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება. აღმაშენებლისა და წერეთლის გამზირებს ძალიან დიდხანს არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აღარ დასჭირდება, იმდენად საფუძვლიანად და საგულდაგულოდ გაკეთდა“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას ხახალეიშვილმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტმა უფასო ტრანსპორტი გამოყო, რომელიც აცრილ მოქალქეებს სამედიცინო პუნქტებიდან შინ უსაფრთხოდ დააბრუნებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის 1-ლი ოქტომბერი მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო, რომელიც ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის
Next post გიორგი ტყემალაძე – დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება