გიორგი ტყემალაძე – დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება

Read Time:33 Second

დედაქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, წარმატებული რეფორმები და სამომავლო გეგმები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ნუცუბიძის მეორე, მეოთხე და მეხუთე მიკრორაიონების მოსახლეობას გააცნო.  გიორგი ტყემალაძემ ადგილობრივებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი მხარდაჭერით, მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
“ვაგრძელებთ ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს, ვეცნობით მათ საჭიროებებს და ვსაუბრობთ სამომავლო გეგმებზე. ძირითადი თემები, რაც ამ დროისთვის იკვეთება ეს. ეტაპობრივად, ყველა ის თხოვნა, რაც ადგილობრივებს აქვთ გადაწყდება და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება”- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტიდან ნოდარ ტურძელაძე და ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია და 91 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 25 მლნ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება
Next post 27 აგვისტოდან დროებით იზღუდება „სინოფარმის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირება, მეორე დოზით ვაქცინაცია კი შეუფერხებლად გაგრძელდება