იოსებ ხახალეიშვილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ქუთაისელებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისელებს მიმართავს და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, აუცილებელია რეკომენდაციები სრულად იქნას დაცული.
“ბოლო დღეების განმავლობაში იმერეთში, ქუთაისში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იმატა, თუმცა როგორც სპეციალისტებიც ამბობენ, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად კვლავ სრულად მართავს პროცესს.
აუცილებელია ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები. ჩვენი ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რომ ვატაროთ ყველგან პირბადე – ღია თუ დახურულ სივრცეებში, ტრანსპორტში, რადგან ინფექციის გავრცელების ყველაზე ძლიერი დამცავი საშუალება სწორედ პირბადეა, დავიცვათ ყველგან დისტანცია და ხშირად დავიმუშაოთ ხელები სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებებით.
ვირუსის მეტად გავრცელების თავიდან არიდების და ჩვენი ბავშვების, ახალგაზრდების დაცვის მიზნით, დიდ ქალაქებში გადაიდო სწავლის დაწყება უშუალოდ სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტიტეტში, რომლის გახსნასაც ყველა ჩვენგანი ასე ველოდით. 1 ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას, რათა უფრო მალე შევძელოთ ამ გლობალურ პრობლემასთან გამკლავებაც, მასთან ერთად თანაცხოვრებაც და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაც, რადგან წინ ბევრი საქმე გვაქვს.
სიფრთხილე და მეტი ყურადღება გვმართებს ერთმანეთისთვის, თუმცა პანიკის გარეშე, რადგან კორონავირუსთან საბრძოლველად სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია”, – აღნიშნულია ქუთისის მერობის კანდიდატის მიმართვაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...