იონათამიშვილი-ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი კანონის პროექტი – “შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ” რომელიც საქართველოს მთავრობამ ერთსულოვნად დაამტკიცა

Read Time:1 Minute, 19 Second

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ერთსულოვნად დაამტკიცა ახალი კანონის პროექტი – “შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ”. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, დავიწყოთ ფუნდამენტური ცვლილებები შშმ პირთა უფლებების განმტკიცებისთვის. უდიდესი სამუშაოა ჩატარებული ყველა სამინისტროს, სასამართლოების, თბილისის მერიის და სხვა სახელმწიფო უწყებების ჩართულობით. ასევე, პროცესში ათობით შშმ პირთა ორგანიზაცია მონაწილეობდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პერმიერ-მინისტრს გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და ყველა იმ ტანამდებობის პირს, საჯარო მოხელეს, თუ უფლებადამცველს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ეროვნულ საქმეში. კანონის პროექტის თანახმად ➡➡➡↘↘↘

?♿➡ სამედიცინო მოდელი ჩანაცვლება სოციალური მოდელით,

?♿➡ეტაპობრივად შეიცვლება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის მექანიზმი. შეფასება მოხდება ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელის მიედვით, რაც შინავს, რომ აქცენტი გაკეთდება შშმ პირის არა დიაგნოზე, არამედ შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე.

?♿➡ახალი ინიციატივით საქართველოს საკანონმდებლო ბაზა ჰარმონიზაციაში მოვა გაეროს შშმ პირთა კონვენცით აღიარებულ პრინციპებთან და ღირებულებებთან.

?♿➡საქართველოს მთავრობაში შეიქმნება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ეროვნული ორგსნო, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

?♿➡გაძლიერდება მუნიციპალიტეტების როლი და ეტაპობრივად შეიქმნება დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისები;

?♿➡კანონის დონეზე განიმარტება შეზღუდული შესაძლებლობა, გონივრული მისადაგება, უნივერსალური დიზაინი , დამოუკიდებელი ცხოვრება და ჟესტური ენა;

?♿➡საქართველოს კანონში დისრკიმინაციის ყველა ფრომის აღმოფხვრის შესახებ შევა ცვლილებები, გონივრული მისადაგების პრინციპის გაუთვალისწინებლობა ჩაითვლება დისკრიმინაციად;

?♿? კანონით განისაზღვრება ჟესტური ენის სტატუსი;

?♿➡გაჩნდება ახალი – პერსონალური ასისტენტის სერვისი – რომელიც სათანადო დახმარებას გაუწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის უზრინველსაყოფად, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისების სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას;

?♿➡მოხდება შშმ პირთა წარმომადგენელი ორგანიზაციების გაძლიერება და მათ მიენიჭებათ „სპეციალური მოსარჩელის სტატუსი“. შესაბამისი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია კანონიერი წარმომადგენლობის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების გარეშე დაიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში.
ეს ყველაფერი კიდევ არ არის და პარლამენტში უზრუნველვყოფთ ყველა დაინტერესებული პირის და ორგანიზაციის სრულ ჩართულობას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთში ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
Next post გიორგი გახარია აშშ-ს ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა