იმნაძე: საზღვარგარეთიდან შემოსულმა ადამიანებმა გამოიყენეთ თვითიზოლაცია და მოვუფრთხილდეთ ჩვენ ბებია-ბაბუებს

Read Time:35 Second

ჯერჯერობით სიტუაცია კონტროლირებადია, რადგანაც ან შემოტანილი შემთხვევებია ან აქ დაფიქსირებულია შემოტანილ შემთხვევებთან ასოცირებული შემთხვევები. 28 ანალიზის პასუხი მოვიდა ახლა და ყველა უარყოფითია. დიდი პანიკაა ბაკურიანში, სადაც იყო უსაფუძვლო ეჭვი, რომ შესაძლოა ერთ-ერთი სასტუმროს მომსახურე პერსონალი ყოფილიყო ინფიცირებული და მინდა დავარწმუნო ჩვენი თანამოქალაქეები, რომ არ დადასტურდა.

დღეს უკვე დაფიქსირდა ესპანეთიდან იმპორტირებული შემთხვევა. მართალია ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში ვირუსის გავრცელების ძალიან ფართო გავრცელება არ არის, მაგრამ, სანამ ისეთი ოფიციალური ღონისძიებები ჩატარდება როგორც ეს ხდება იტალიის, ირანის, ჩინეთისა თუ სამხრეთ კორეის შემთხვევაში, მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ. სასურველია, გამოიყენონ თვითიზოლიციის რეჟიმი ამ ქვეყნებიდან შემოსულმა ადამიანებმაც. მოვუფრთხილდეთ ჩვენს დედებს, ბებიებს, ბაბუებს… ძალიან ვეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულ მოქალაქეებს, რათა დაავადება არ გადავიდეს მათზე”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: კორონავურუსის შემთხვევები მოიმატებს, მზადყოფნის რეჟიმი უფრო უნდა გაძლიერდეს
Next post საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა და 2020 წლის საუკეთესო კულტურულ ქალაქად დასახელდა