ამირან გამყრელიძე: კორონავურუსის შემთხვევები მოიმატებს, მზადყოფნის რეჟიმი უფრო უნდა გაძლიერდეს

Read Time:2 Minute, 30 Second

საკოორდინაციო კომისიის შეხვედრაზე, რომელიც ახლახანს დასრულდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოებში მოთავსებული 15 პირის მდგომარეობა უმრავლეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია, თუმცა 4 პირი არის შედარებით საყურადღებო. დამაკმაყოფილებელია ბოლო 2 პაციენტის მდგომარეობაც. მიმდინარეობს დამატებითი კლინიკური კვლევები და შესაბამისი მონიტორინგი.

„რაც შეეხება პროგნოზს, გლობალურად სიტუაცია ჩინეთს გარეთ უარესდება. თვითონ ჩინეთში მნიშვნელოვანი კლებაა ახალი შემთხვევების. დღეს ბევრად ნაკლებია, თუ არ ვცდები 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ რადიკალურად იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა ისე, როგორც სიკვდილიანობა ჩინეთში, მაგრამ ჩინეთს გარეთ დაახლოებით უკვე 24 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

ყველაზე მაღალ დასენიანებული ქვეყნები არიან, სადაც უკვე 7000-ს გადასცდა შემთხვევათა რაოდენობა, სამხრეთ კორეა, იტალია და ირანი. ასევე უკვე რამდენიმე ქვეყანაში გადაცდა შემთხვევათა რაოდენობა 1000-ს, კერძოდ გერმანიაში და საფრანგეთში. სხვა ევროპის ქვეყნებში არის ასეულებზე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უკვე 500-ზე მეტი შემთხვევაა. ასე რომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩინეთს გარეთ სიტუაცია ჯერჯერობით კონტროლს ვერ ემორჩილება. ჩინეთმა სიტუაცია მოაქცია კონტროლს ქვეშ, შემთხვევათა რაოდენობა იკლებს, ჩინეთს გარეთ იმატებს.

რადგან ჩვენ, საქართველო, ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, რა თქმა უნდა პროგნოზი ჯერჯერობით იმისკენ, რომ შევჩერდეთ მხოლოდ 15-ზე, ამ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ. შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში მოიმატებს. შესაბამისად მზადყოფნის რეჟიმი უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს. ყველა ადგილზე მზადყოფნა, მხედველობაში მაქვს საზღვრები, განსაკუთრებით მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულების მაქსიმალურად შემცირება. შემოსულების კარანტინი ან თვითიზოლაცია. ასევე საჭიროა იმ პირების თვითიზოლაცია ან კარანტინი, რომლებიც არა მაღალ დასენიანებული ქვეყნებიდან შემოდიან მაგრამ იციან, რომ შეიძლება ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საყურადღებოა, რომ ბევრი მოქალაქე კვლავაც თავს არიდებს საკარანტინო სივრცეში მოთავსებას და მათი დათანხმებისთვის პერსონალს დიდი ძალისხმევა უწევს. „მინდა ვთხოვო ყველა მოქალაქეს გამოიჩინოს მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლოს ამ მიმართულებით, როგორც თვითიზოლაციაში დარჩენის და რეჟიმის დაცვის კუთხით, ასევე საკარანტინე სივრცეებში მათი განთავსების შემთხვევაში. დღეს ძალიან საყურადღებოა იტალიიდან ჯგუფის მოსალოდნელი გადმოყვანისთვის მომზადება. ამ თვალსაზრისითაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა შეიქმნას საკმარისი საკარანტინო ადგილები. როგორც მოგეხსენებათ იტალიაში რისკი მაღალია და ამდენად ყველა მოქალაქე, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იქ იმყოფებოდა და ახლა დაბრუნდება ქვეყანაში რა თქმა უნდა საჭიროებს შესაფერის მეთვალყურეობას, იზოლაციას და თავდაპირველად საკარანტინე სივრცეში განთავსებასაც. დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ის დეტალი გავიარეთ, რომელიც საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე იტალიიდან საქათველოს მოქალაქეების გადმოყვანის საკითხი და მასთან დაკავშირებული პროცესები განიხილეს.

საუბარი შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობას. მინისტრი დეტალურად გაეცნო თუ რა დამატებითი საჭიროებები აქვს თითოეულ უწყებასა თუ დეპარტამენტს. განიხილეს შესაბამისი მარაგების საკითხები, ასევე თვითიზოლაციისა და კარანტინის კუთხით არსებული სიტუაცია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 51. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გაგუას კლინიკაში 3 ტყუპი დაიბადა
Next post იმნაძე: საზღვარგარეთიდან შემოსულმა ადამიანებმა გამოიყენეთ თვითიზოლაცია და მოვუფრთხილდეთ ჩვენ ბებია-ბაბუებს