ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე ელექტროენერგია გაიტანოს და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს

Read Time:36 Second

აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც.

„ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრონერგიის მიმართულებით ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება, ექსპორტზე 157 გეგავატი გავიტანოთ. ეს არის საერთაშორისო დათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი.

მიგვაჩნია, რომ იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტრონერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც და საერთო ჯამში, გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი“, – განაცხად ილჰამ ალიევმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე ჟურნალისტს: საერთოდ არ გაინტერესებთ რა მოხდა, ოჯახის უბედურებაც არ გაინტერესებთ – პოლიტიკური დღის წესრიგი გაქვთ, რომ გადადგეს კალაძე, რათა ახალი არჩევნები ჩატარდეს და ქვეყანა აჯანჯღაროთ
Next post გია ვოლსკი – რეზოლუციას და მის შინაარსს საქართველო მხარს უჭერს, მაგრამ სააკაშვილის თემის შემოტანა, როგორც პოლიტიკური პატიმრის და პუტინთან მებრძოლის, არ არის სწორი