გია ვოლსკი – რეზოლუციას და მის შინაარსს საქართველო მხარს უჭერს, მაგრამ სააკაშვილის თემის შემოტანა, როგორც პოლიტიკური პატიმრის და პუტინთან მებრძოლის, არ არის სწორი

Read Time:1 Minute, 3 Second

რეზოლუციას და მის შინაარსს საქართველოს დელეგაცია მხარს უჭერს, მაგრამ სააკაშვილის თემის შემოტანა, როგორც პოლიტიკური პატიმრის და მით უმეტეს, პუტინთან მებრძოლის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ პუტინის ხელში სტრატეგიული ობიექტები ყოფილიყო, არ არის სწორი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა და ამ საქმეების მცირე ნაწილისთვის არის გასამართლებული.

„არ შეიძლება, 650-წევრიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 56-მა ადამიანმა უცებ მოილაპარაკოს და ბოლო მომენტში, ასეთი საგანგებო მნიშვნელობის მქონე რეზოლუციაში შემოიტანონ სააკაშვილის თემა, რომელიც წინააღმდეგობრივი შინარსისაა, რადგან სტრასბურგის სასამართლო არის ერთ-ერთი, რომელიც მის ბრალეულობას ადასტურებს, რომელიც ამ სხდომათა დარბაზის მეორე ქუჩაზე მდებარეობს. ეს ყველაფერი შეთქმულებასავით მოხდა. რეზოლუციას საქართველოს დელეგაცია მხარს უჭერს და მის შინაარსს მხარს უჭერს, მაგრამ სააკაშვილის თემის შემოტანა, როგორც პოლიტიკური პატიმრის და მით უმეტეს, პუტინთან მებრძოლის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ პუტინის ხელში სტრატეგიული ობიექტები ყოფილიყო, არ არის სწორი. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა და ამ საქმეების მცირე ნაწილისთვის არის გასამართლებული. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კონკრეტული პირების მიმართ ჩადენილ ფიზიკურ დანაშაულს და საზღვრის კვეთას ვინმე თუ ძნელად უარყოფს. ის არათუ პოლიტიკური პატიმარია, არამედ პოლიტიკური მოკავშირეა გარკვეული გაგებით, რადგან მის მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ რუსეთს თუ აწყობდა და რუსეთმა მისი სტრატეგიული გეგმის შესრულება სწორედ ამ მოქმედებებით შეძლო. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ისეთ რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომელიც ასახავს იმ უბედურებას, რაც 2008 წელს თავს დაგვატყდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე ელექტროენერგია გაიტანოს და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს
Next post ნიკა გვარამია: მოდიან ხოლმე ჩემს სანახავად როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის და მეუბნებიან, როგორ კარგად უძლებ და როგორ ზიხარ