ილონ მასკი Twitter-ზე საყოველთაო ამნისტიის გამოცხადებას გეგმავს

Read Time:32 Second

მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმე სოციალურ ქსელთან დაკავშირებით მორიგი რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს, ილონ მასკი ამჟამად აქტიურად განიხილავს Twitter-ზე საყოველთაო ამნისტიის გამოცხადების, ანუ დაბლოკილი ანგარიშების აღდგენის პერსპექტივას.

მისი განმარტებით, მომდევნო კვირიდან ეტაპობრივად აღდგება წლების განმავლობაში Twitter-ის ალგორითმისა და მოდერატორების მიერ დაბლოკილი ანგარიშები. მათ შორის, ამნისტია შეეხება იმ ანგარიშებსაც, რომლებიც რასისტულ, ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და ანტისემიტურ განცხადებებს ავრცელებდნენ.

მასკის ეს გადაწყვეტილება საჯარო გამოკითხვას ეფუძნება, რომელშიც მონაწილეობა 3 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო და 72%-მა საყოველთაო ამნისტიას დაუჭირა მხარი.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ განაცხადა, რომ ამნისტია მომდევნო კვირიდან დაიწყებოდა, ტვიტის ბოლოს კი მასკმა ლათინური ფრაზა მოიშველია – “Vōx populī, vōx Deī”, რაც იმას გულისხმობს, რომ ხალხის სიტყვა ღმერთის სიტყვის ტოლფასია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე გარკვეულ ევროპარლამენტარებსა და პოლიტიკოსებზე: მათ იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი რამის გარანტია, მათ შორის, მშვიდობის, სიმშვიდის, სტაბილურობის და ისინი ამ ყველაფერს უპირისპირდებიან
Next post სოზარ სუბარი: საქართველოს დაუძინებელი „მეგობრები“ სასოწარკვეთილებაში არიან, ვერ მიაღწიეს მიზანს, რომ თავიანთი აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის ხელისუფლებაში