ილია მეორე – ჩვენი დროის უთვალსაჩინოეს რეჟისორ ელდარ შენგელაიას გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს, თქვენი განსხვავებული ხედვა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს

Read Time:24 Second

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რეჟისორ ელდარ შენგელაიას 90 წლის იუბილეს ულოცავს.

„ჩვენი დროის უთვალსაჩინოეს რეჟისორს, ბატონ ელდარ შენგელაიას, გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს. თქვენ, ღვთის ნებით, მოგეცათ შესაძლებლობა, თქვენი საქმიანობით, თქვენი შემოქმედებით გემსახურათ ხალხისთვის და ყოფილიყავით სიყვარულისა და სიკეთის მქადაგებელი.

თქვენი განსხვავებული ხედვა და მარადიული თემების ახლებურად წარმოჩენა უკვდავებასთან წილნაყარს ხდის თქვენს შემოქმედებას და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს.

ღმერთმა დაგლოცოთ და კვლავაც დიდხანს გამსახუროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი“,- აღნიშნულია პატრიარქის მისალოც წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რამდენიმე უცხოური მედიასაშუალება CS Victims-ის სტატიას აქვეყნებს – ბიძინა ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ სამართლებრივ დავაში არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას ადასტურებს
Next post ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე უშეცდომოდ გამოვიდა და მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულა