ილია მეორე: შემთხვევითი არ არის, რომ მთელ მსოფლიოს მოდებული სენი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არაა

Read Time:35 Second

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.

პატრიარქმა მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და კორონავირუსის ეპიდემიაზეც ისაუბრა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რის გამოც მსგავსი დაავადებები საქართველოში არ შემოდის.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. უფალმა ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა და შემთხვევითი არაა, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის“, – ბრძანა ილია მეორემ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
Next post გუდაურში ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს