ილია მეორე: რეზო გაბრიაძის გარდაცვალებით საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იგრძნო მწარე რეალობა იმისა, თუ როგორ ცარიელდება ჩვენი კულტურული სივრცე ადამიანი-ლეგენდებით

Read Time:42 Second

ბატონი რეზო გაბრიაძის გარდაცვალებით მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იგრძნო მწარე რეალობა იმისა, თუ როგორ ცარიელდება ჩვენი კულტურული სივრცე ადამიანი-ლეგენდებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.

მისი თქმით, რეზო გაბრიაძის ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა მარიონეტების თეატრის გვერდით.

„სულ ცოტა ხნის წინ დაგვტოვეს ბატონებმა – კახი კავსაძემ, ანზორ ერქომაიშვილმა, გურამ დოჩანაშვილმა და სხვებმა. დღეს კი ბატონ რეზოს ვაცილებთ.

მის შესახებ მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ასეთი მრავალმხრივი და უნიკალური ნიჭის ესთეტი არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათად იქნება: რეჟისორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი, გრაფიკოსი, კერამიკოსი, სკულპტორი, წიგნების ილუსტრაციათა ავტორი, მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი…

მისი ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა მარიონეტების თეატრის გვერდით. დღეიდან ეს საათი მარადისობის მკვიდრი ბატონი რეზოსთვის უკვე სამუდამოდ გაჩერდა.

ინებოს ღმერთმა, მისმა უკვდავმა სულმა საუფლო ნეტარებისა და მშვენიერების სამყაროში გააგრძელოს ცხოვრება და სავანესა მართალთასა განისვენოს“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი თსსუ-ს დაარსებიდან 91 წლის იუბილეს ულოცავს
Next post რომან გოცირიძე: „ქართულმა ოცნებამ“ ამნისტია საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო