ილია მეორე – მიწა უდიდესი საუნჯეა და მას სჭირდება მოფრთხილება და სწორი გამოყენება

Read Time:30 Second

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მინისტრმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად.

მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ მიწა უდიდესი საუნჯეა და მას სჭირდება მოფრთხილება და სწორი გამოყენება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებები, მათ შორის მარცვლეული კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და სოფლებში მცხოვრებ ოჯახებზე.

პატრიარქმა ისაუბრა ქართული პროდუქციის წარმოების გაზრდის მნიშვნელობაზე და გამოთქვა იმედი, რომ სამინისტრო კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აადგილობრივი წარმოების გაძლიერებას

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ბერძენიშვილი-არ მიმაჩნია სწორად, რომ საქართველოს ყოველი მომდევნო შს მინისტრი ეჯიბრებოდეს წინას ძველბიჭური იმიჯის დატოვებაში
Next post გიორგი გახარიას მთავარი გზავნილები