ივანიშვილმა ზურაბიშვილი თამარ მეფეს შეადარა
“პირველი ემიგრაციის წარმომადგენელი, დიდი ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი, ქალბატონი, ჩვენს დიდ და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება ჩვენ მე-12 საუკუნეში გყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მისი თქმით, ღირსეული და სამაგალითო კანდიდატია.
ივანიშვილი იმ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებებს უკავშირდება, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას და მოქალაქეების დაბომბვას საქართველოს წინა ხელისუფლებას აბრალებდა.
ივანიშვილის ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს მოღალატედ გამოიყვანოს, ის ვინც რუსული ჯარი გაიყვანა საქართველოდან.
“რაც დააშავეს თვითონ, იმას ცდილობენ გადააბრალონ დღეს „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნებისგან“ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.
ყველაზე დიდი დანაშაული, ალბათ დამეთანხმებით, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ ჩაიდინა მისი მმართველობის პერიოდში და დანაშაულები ჰქონდა ძალიან ბევრი, მაინც თუ შევაჯამებთ და შევადარებთ იყო მაინც 2008 წლის ომში მათი პოზიცია და მით უმეტეს არ დაიკარგებოდა ტერიტორიების 20%. გახსოვსთროგორ იქცეოდნენ როგორ მიატოვეს დახოცილი ჯარისკაცები,როგორ ტყეში უპატრონოდ დატოვეს ცოცხალი ჯარი.
სწორედ ეს თემა აქვთ დღეს წინა პლანზე წამოწეული, ყველაზე დიდი დანაშაული რაც ჩაიდინეს,. ცდილობენ დღეს გადმოიტანონ და ჩვენ მოგვაბრალონ და მიაბრალონ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი იზრუნა იმისთვის, რომ
რუსულ ჯარს ჭეშმარიტად დაეტოვებინა საქართველოს ძირითადი ტერიტორიები.ის იყო ძირითადი მაშინ რომ, ჩვენ რუსულ ჯარებს ტერიტორიები დავატოვებინეთ.
ამის შემდგომ სააკაშვილის პირდაპირი მნიშვნელობით შემოუძღვა რუსულ ჯარს და დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული.
აღმაშფოთებელია, ის რომ ეს მოღალატეები პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობენ მოღალატედ მონათლონ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი,”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...