ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუკი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში ჩართულთა მაჩვენებელი მინიმუმ 80%-ს მიუახლოვდება, პოპულაციური იმუნიტეტი შეიქმნება

Read Time:44 Second

ქვეყანაში ერთდროულად კორონავირუსის რამდენიმე ვარიანტი ცირკულირებს, „ომიკრონისგან“ გამოწვეული 2 ქვეტიპი ჯანდაცვის სისტემას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუკი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში ჩართულთა სტატისტიკური მაჩვენებელი მინიმუმ 80%-ს მიუახლოვდება, პოპულაციური იმუნიტეტი შეიქმნება, რაც გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირებაზე მკვეთრად აისახება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განმარტებით, ჯანდაცვის სექტორი ბუნებრივად გამომუშავებულ იმუნიტეტის ხარჯზე ვერ დარჩება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ლეტალობის მაჩვენებელი აღმავალი იქნება.

„„ომიკრონთან“ დაკავშირებით კიდევ უფრო მაღალი ციფრია საჭირო და ახლა საუბრობენ მოსახლეობის მინიმუმ 80%-ის მოცვაზე, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში პოპულაციური იმუნიტეტი მიღწეულია. თუ „ომიკრონით“ ინფიცირების მაჩვენებელი იქნება ძალიან მაღალი და ამას დავუმატებთ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას, სავსებით შესაძლებელია, ახლო პერსპექტივაში საქართველოში იყოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელსაც ექნება გარკვეული იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ. მეორე მხარეა, რა ფასად მივიღებთ ჩვენ ბუნებრივი იმუნიტეტის გზით პოპულაციური იმუნიტეტის მაქსიმალური ზღურბლის მიღწევას. ამის უკან დგანან გარდაცვლილი ადამიანები, ამის უკან დგას ის მაჩვენებელი ლეტალობის, რომელიც დღევადელი მონაცემებიდან ნათელია, რომ არის მაღალი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტში დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ
Next post მაკა ბოჭორიშვილი: ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით, არის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც ევროკავშირის მხარე თავადაც აღნიშნავს