პარლამენტში დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმენენ

Read Time:36 Second

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ორ კანდიდატს დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე მოუსმენენ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თანამდებობაზე ორი კანდიდატურა – ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე წარადგინა. შეგახსენებთ რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული სამსახურის ბაზაზე ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უწყება – პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნება.

„ჩვენ ვამბობდით, რომ ორი დამოუკიდებელი ინსტიტუცია შეიქმნებოდა და ეს იქნებოდა გამჭვირვალე პროცესი, საჯარო პროცესი და გამომდინარე აქედან ხელმძღვანელები ჯერ შეირჩეოდნენ და შემდეგ აირჩეოდნენ პარლამენტის მიერ საჯაროდ და გამჭვირვალედ, რაც ასეც ხდება. შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის თუ რომელი კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი ამ პოზიციაზე. ასე რომ ეს ერთი ინსტიტუციაა, რომელიც თავის ფუნქციას მაღალ დონეზე შეასრულებს“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებმა 402 მილიონს გადააჭარბა
Next post ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუკი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესში ჩართულთა მაჩვენებელი მინიმუმ 80%-ს მიუახლოვდება, პოპულაციური იმუნიტეტი შეიქმნება