ივანე ჩხაიძე-მარტის დასაწყისში ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში, დასრულებული იქნება

Read Time:44 Second

„შეგვიძლია, დიდი ალბათობით, ვივარაუდოთ, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა ჩამთავრების სტადიაშია“, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, სამშაბათის მონაცემები ეპიდსიტუაციის მხრივ გადამწყვეტი იქნება.

„სტატისტიკის შესაბამისად, სწორედ სამშაბათი არის ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დღე. თუ სამშაბათის ციფრი იქნება ამ ტენდენციის გაგრძელების მიმანიშნებელი, მაშინ უკვე შეგვიძლია, დიდი ალბათობით, ვივარაუდოთ, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა ჩამთავრების სტადიაშია. მომდევნო დღეების განმავლობაში იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია იქნება გაგრძელებული, შენარჩუნებული და ალბათ თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში უკვე შეგვეძლება ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში საქართველოში დასრულებული იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ეპიდემიოლოგმა მაკა ბულეიშვილმა, „ომიკრონის“ მიმდინარეობის და დელტა შტამის მიმდინარეობებს შორის განსხვავებაზე ისაუბრა.

„რეინფიცირების ფაქტები სამწუხაროდ უფრო მეტად დაფიქსირდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის, რომ ნამდვილად სერიოზულად განსხვავდება „ომიკრონის“ მიმდინარეობა დელტა შტამის მიმდინარეობისგან. დავიცვათ ისევ რეკომენდაციები და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ თუ კი დაინფიცირებულები ვართ ვიყოთ იზოლაციაში“, – აცხადებს მაკა ბულეიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე-მიშა გარეთ რომ იყოს, არანაკლებს გააკეთებდა, ვიდრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
Next post ჩარკვიანი: ციხეში რომ რაიმე დაემართოს მესამე პრეზიდენტს…სახლებიდან გამოგათრევთ ხალხი