იენს სტოლტენბერგი – მკაცრად ვგმობ ქაბულის აეროპორტში საზარელ ტერაქტს, ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია უმოკლეს დროში

Read Time:22 Second

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ დროის მცირე მონაკვეთში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.

„მკაცრად ვგმობ ქაბულის აეროპორტში მომხდარ საზარელ ტერაქტს. ჩემი ფიქრები ყველა დაზარალებულთან და მათ ახლობლებთანაა. ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია უმოკლეს დროში“, – წერს სტოლტენბერგი „ტვიტერზე“.

„როიტერის“ ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში აფეთქებას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელთან, სადაც ავღანელები იყვნენ შეკრებილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: „დელტა“ შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით ხასიათდება
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ვერავინ ვერავის დააძალებს აცრას, მაგრამ იგი გვიცავს სიკვდილისგან და ეკონომიკის აღდგენა სწორედ ვაქცინაციაზე გადის