იდლიბში მომხდარის გამო, თურქეთი ნატო-სთან კონსულტაციებს იწყებს

Read Time:32 Second

იდლიბში განვითარებული მოვლენების ფონზე, თურქეთი ნატო-სთან კონსულტაციებს იწყებს.

თურქეთის მმართველი პარტიის, „სამართლიანობისა და განვითარების“ პრესსპიკერის, ომერ ჩელიკის განცხადებით, თურქეთი ამ თავდასხმას განიხილავს როგორც ნატო-ზე თავდასხმას.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები იცავენ როგორც თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე ნატო-ს სამხრეთ საზღვარს. თურქეთზე მიმართული თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ნატო-ზე“, – განაცხადა ომერ ჩელიკმა.

თურქ სამხედროებზე თავდასხმა დაგმეს ასევე თურქეთის ოპოზიციურმა პარტიებმა და დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

ბოლო მონაცემებით, იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე-ჩემთვის ეს არის მთელი სამყარო,სტიმული!და მთელს ჩემს ენერგიას მივმართავ იმისკენ,რომ ჩემს საყვარელ ხალხს ასმაგად დაგიბრუნოთ ეს საოცარი განწყობა და სიკეთე
Next post არსებული ინფორმაციით, ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და მოკლა