იდეათონი სოციალური ცვლილებებისათვის

Read Time:37 Second

 

 10 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართება ,,იდეათონი სოციალური ცვლილებებისთვის’’. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან 50 მონაწილეს აერთიანებს. პროექტის პარტნიორია საჯარო სკოლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

იდეათონის ძირითადი მიზანი დეზინფორმაციისა და მოხალისეობის საკითხებზე მოზარდთა ცნობიერების ამაღლებაა. იდეათონში მონაწილეობის მისაღებად 500-ზე მეტი მოზარდი დარეგისტრირდა, მათგან შერჩეული მონაწილეები 10 გუნდად დაიყოფიან და იდეათონის მიმდინარეობისას, მთელი დღის განმავლობაში საინტერესო აქტივობებში ჩაერთვებიან.

იდეათონის ფარგლებში სესიებს გაუძღვებიან მედიაწიგნიერებისა და მოხალისეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები. სწორედ ისინი გამოავლენენ 3 ყველაზე აქტიურ და გამარჯვებულ გუნდს, რომელსაც ,,ჰელფინგ ჰენდი’’ სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.

იდეათონი იქნება ერთგვარი შეჯამება ერთწლიანი მუშაობისა, რომელსაც ,,ჰელფინგ ჰენდი’’ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში მოზარდი მოხალისეების ჩართულობის მიზნით ახორციელებს. მასშტაბური პროექტი საერთაშორისო ფონდ ,,Wacc’’-ის დაფინანსებით მიმდინარეობს. იდეათონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკომისიის პრეზიდენტი: პუტინი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს – ის დამარცხდება, ევროპა გაიმარჯვებს
Next post შალვა პაპუაშვილი ხანძრებთან ბრძოლაში ჩართული სამსახურების წარმომადგენლებს მადლობას უხდის