ია მეტრეველი: ასეთი მტერი, როგორიც იყო სააკაშვილი და მისი მომხრეები, ვფიქრობ, ამ ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია

Read Time:40 Second

მთელი ეს წლები მქონდა იმის მოლოდინი, რომ ოდესღაც დადგებოდა ეს დღე და სააკაშვილი წარდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე და პასუხს აგებდა ყველა იმ დანაშაულზე, რაც მან ჩაიდინა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არჩევნები 2021“ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა ია მეტრეველმა განაცხადა.

„სააკაშვილი არის ყველა უბედურების შემოქმედი. დღემდე რომ ვერ ამოვისუნთქეთ და „ნაციონალებმა“ მშვიდად ცხოვრება არ დაგვაცადეს, ეს ყველაფერი მომდინარეობს სააკაშვილისგან. მისი სცენარით მიმდინარეობდა ეს პროცესები. ყოველთვის ვამბობდი, რომ ვიდრე ეს სააკაშვილი არ იქნებოდა ციხეში, ქვეყანას არ ექნებოდა სიმშვიდე. ის მუდმივად ცდილობდა, როგორღაც ქვეყანა აერია და ყველაფრისთვის შეეშალა ხელი. ასეთი მტერი, როგორიც იყო სააკაშვილი და მისი მომხრეები, ვფიქრობ, ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია. წარმოიდგინეთ, როგორია ამ სიტყვის გამოყენება პატიმრობასთან დაკავშირებით – მაგრამ ეს დიდი ბედნიერებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ის ბოლომდე მოიხდის იმას, რაც ეკუთვნის. 6 წელი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას აქვს ჩადენილი“, – განაცხადა მეტრეველმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტად ასახელებს
Next post მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლება არასოდეს წავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ამის სამართლებრივი მექანიზმი რომც არსებობდეს