მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლება არასოდეს წავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ამის სამართლებრივი მექანიზმი რომც არსებობდეს

Read Time:26 Second

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ვინც არ უნდა ითხოვოს, რა მოცემულობაც არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის საქართველოში, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდებულია და მის წინააღმდეგ რამდენიმე მიმდინარე საქმეც არის, მათ შორის საქმე საზღვრის უკანონო გადმოკვეთის თაობაზე.

„წარმოუდგენელია, შეუძლებელია {სააკაშვილის ექსტრადიცია ან გათავისუფლება}. საქართველოს ხელისუფლება არასოდეს წავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე რაიმე ფორმით, ამის სამართლებრივი მექანიზმი რომც არსებობდეს. იმიტომ რომ ეს ადამიანი იმ სისტემის ავანგარდში იყო, რომელიც ისეთ რაღაცებს აკეთებდა… არ მინდა, აღარ გადავღლი მაყურებელს“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ია მეტრეველი: ასეთი მტერი, როგორიც იყო სააკაშვილი და მისი მომხრეები, ვფიქრობ, ამ ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია
Next post სალომე ფაჟავამ კარიერა 24 წლის ასაკში დაასრულა