იან კელი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე

Read Time:44 Second

ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება რუსეთის გაღიზიანება გამოიწვიოს, თუმცა საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს Heritage Foundation-ის ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საქართველოს წევრობა ნატოს და ევროკავშირის ინტერესებშია.

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არის მტკიცე მხარდამჭერი იმისა, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. თვითონ ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში არსებობს შეხედულება, რომ საქართველოს წევრობამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის გაღიზიანება, თუმცა საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელმაც თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა სურს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, მის სუვერენულ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა იან კელიმ.

Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში წერია, რომ ნატოს ზოგი წევრი შიშობს,რომ საქართველოს ალიანსში მიღება რუსეთთან ომს გამოიწვევს. თუმცა, ამის მიუხედავად, ანგარიშის ავტორი, ცენტრის დირექტორი ლუკ კოფი წერს, რომ საქართველო იმსახურებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწვრიანებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და მოჰყვება რეაგირება ამ ფაქტს
Next post  BBC ინფორმაციით დევიდ ბექჰემმა MLS-ის გუნდი შექმნა