იან კელის თქმით, ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთთან მოლაპარაკება გაგრძელდება

Read Time:56 Second

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი არჩილ ტატუნასვილის საქმეს გამოეხმაურა. როგორც დიპლომატმა თქვა, ამ საკითზე რუსეთთან მოლაპარაკება გაგრძელდება.

“სიტუაცია არის ნამდვილად შემაძრწუნებელი, ძალიან ვწუხვარ ოჯახის გამო, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ცხედრის გადმოსვენება საქართველოში და ასევე იმ ორი დაკავებული პიროვნების დაბრუნბა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში და ჩვენ ასევე გავაგრძელებთ რუსეთთან საუბარს”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.

საპარლამენტო უმრავლესობამ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ რეზოლუცია 2 მარტს დაარეგისტრირა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.

ოკუპირებული ახალგორის გამგებელმა, ფილიპ ხაჩიროვმა განაცხადა, რომ არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია არჩილ ტატუნაშვილთან და მის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.

სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია“ ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ტატუნაშვილის მკვლელობის დამკვეთი ოკუპირებული ახალგორის გამგებელი ფილიპ ხაჩიროვია, შემსრულებელი კი დეფაქტო ცხინვალის მილიციის წარმომადგენელი ლუდვიგ ხაჩიროვი.

ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან. ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა თქვა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს.”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – ტატუნაშვილის მიმართ ჩადენილ დანაშაულს კრიმინალის გარდა ძალიან მძიმე პროცესი ახლავს, რაც ადამიანურ საზღვრებს ცდება
Next post ევროპული საქართველო ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნის მომხრეა