იანოშ ჰერმანი – გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება გაკეთდა რთულ მომენტში და მოითხოვს რუსეთის მხრიდან, რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს

Read Time:35 Second

გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება მოითხოვს რუსეთის მხრიდან და რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უფრო მეტ ჩართულობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება, რომელიც გაკეთდა რთულ მომენტში, მოითხოვს რუსეთის მხრიდან და რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უფრო მეტ ჩართულობას. ჩვენ ვაკვირდებით შემდგომ კომპლექსურ დისკუსიას საქართველოში. ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა გრძელდება“, – წერს ჰერმანი.

შეგახსენებთ, 9 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართა, რთული ვითარების დასაძლევად ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას. როგორც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს, რომ დაინტერესებულია, მიაღწიონ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. პრემიერი მიმართვაში აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ პროცესში პირადად ჩაერთოს.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დადგა დრო, რომ მოხდეს მიგრაციის სისტემის ახლებურად გააზრება და ქვეყნის მომზადება ევროპასთან ინტეგტაციის ახალი რეალობისათვის
Next post საქართველოში კოფეინის გაზრდილი შემცველობით კოკა-კოლას ახალი პროდუქტი გამოჩნდება