იაგო ხვიჩია: არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთ ადამიანს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ

Read Time:45 Second

ჩვენ პირველები ვიყავით, ვინც ვითხოვდით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას, ამის გამო გვაგინებდნენ, ქოცებს გვეძახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, მერე უცებ შეიცვალა სიტუაცია და დღეს ეს მოთხოვნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ იგივეა. ამის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ვეუბნებოდით, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა არის აუცილებელი ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხისთვის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომას არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ინტერესები.

„ მე არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უდანაშაულოა, ამის მიუხედავად, ერთ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყნის ინტერესები. რაღაც თვალსაზრისით ჩვენი ევროინტეგრაციის საკითხი დაუკავშირდა იმას, ჩვენ ერთმანეთთან შევრიგდებით თუ არა. ამ შერიგებას კიდევ რაღაც ფაქტორები ხელს უშლის და ჩვენ თუ მართლა გვინდა ქვეყანა ერთმანეთთან ჩხუბს არ გადავაყოლოთ, უნდა შევძლოთ უფრო მაღლა დავდგეთ, ვიდრე თუნდაც შურისძიების გრძნობა. ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ყველასთვის იყოს გასაგები, რომ ამით ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოლი და ორი საგოლე გადაცემა „სასუოლოსთან“ – კვარაცხელიამ „სტადიო მარადონაზე“ სანახაობა დადგა
Next post ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი ღარიბაშვილი არის ლიდერი, რომელსაც ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და ეს გადაწყვეტილებები გარდაიქმნა საქმეში