ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი ღარიბაშვილი არის ლიდერი, რომელსაც ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და ეს გადაწყვეტილებები გარდაიქმნა საქმეში

Read Time:1 Minute, 6 Second

ირაკლი ღარიბაშვილი არის ლიდერი, რომელსაც ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და ეს გადაწყვეტილებები გარდაიქმნა საქმეში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც ხელისუფლება ცდილობს, რომ შექმნას სტაბილური გარემო, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვქონდეს პირდაპირი, ღია კომუნიკაცია და ყველამ დაინახოს, რომ საქართველო, ევროპის აღმოსავლეთით არის საუკეთესო პარტნიორი და საქართველოს შეუძლია კეთილსინდისიერად და დადებითად შეასრულოს ის გეოსტრატეგიული როლი, რომელიც მას გააჩნია.

ყველამ კარგად დაინახა, რომ სტაბილური ხელისუფლების პირობებში, რომელმაც შექმნა ყველანაირი გარემო იმისათვის, რომ ყოფილიყო მდგრადი ეკონომიკური ზრდა, ყოფილიყო მშვიდობა, ამ ყველაფერმა ეს მოამწიფა. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ლიდერი, რომელსაც ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და ეს გადაწყვეტილებები გარდაიქმნა საქმეში. ეს არის ერთობლიობა, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი როლის უფრო გაზრდილ მაჩვენებელზე ვისაუბროთ.

ასევე დავინახეთ, რომ ამ ყველაფერში, ყველას მონაწილეობა აუცილებელია. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ვართ კარიბჭე 8 სახელმწიფოსთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ეს რეალობაა, ეს პერსპექტივაა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ და მომავალში უფრო მეტ შესაძლებლობას შევქმნით ჩვენი ქვეყნისთვის.

წლებია, ასოცირების შეთანხმების შემდეგ, ვსაუბრობთ იამზე, რომ შავი ზღავ არ უნდა იყოს გამყოფი ევროპასა და საქართველოს შორის, არამედ ეს უნდა იყოს პირდაპირი საზღვარი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ვიდრე ჩვენ გავხდებით უშუალოდ კავშირის წევრები“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან, დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა უნგრელმა კოლეგამ – ვიქტორ ორბანმა მოაწერეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთ ადამიანს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ
Next post ირაკლი ჩიქოვანი: დღეს ხელისუფლებას მტკიცედ და მყარად აქვს ნათქვამი, რომ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აგრძელებს და გააგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკით