თუშეთში 10 ციხე-სოფელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Read Time:47 Second

თუშეთში 10 ციხე-სოფლის რეაბილიტაციისთვის კვლევითი სამუშაოები იწყება,  –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუშეთში დღეისთვის  უძველესი ნაგებობების ნაწილი დაზიანებულია ან განადგურების პირასაა.

„მოგეხსენებათ, რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი, კონკრეტულად თავისი ულამაზესი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისთვის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული ან განადგურების პირას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის და ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ აღნიშნული ძეგლების აღწერა პირველ რიგში და ინვენტარიზაცია. შემდგომში უკვე სრული რეაბილიტაცია. ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის საინვენიტარიზაციო კვლევით სამუშაოებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული ციხე-სოფლებია:  ძველი დიკლო, ძველი გირევიჭონთიო, ხეხო, აგეურთაწარო, თვალო, თარსმადაგიურთა და ინდურთა.

  1. „ეს არის უძველესი ქართული სოფლები. ამისთვის, პირველ ეტაპზე, გამოვყოფთ 400 ათას ლარს, რომ მოხდეს აღწერა. სამუშაოებში ახალგაზრდები, სტუდენტები ჩაერთვებიან, რაც ძალიან კარგია. ზაფხული კარს მოგვადგა უკვე და ამ პერიოდში განხორციელდება სამუშაოები. შემდგომში კი, უკვე ამ აღწერის და თანამედროვე პროფესიული მიდგომების საფუძველზე, მოხდება ამ უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაცია“, – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post
Next post გიორგი კვირიკაშვილი – თხოვნით მივმართავ მედიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი